თეთრი ხახვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრი ხახვი - Allium albidum Fisch

Allium albidum Fisch. - თეთრი ხახვი.

მრავალწლოვანი მცენარეა; ბოლქვები კონუსურია, 0,75-1 სმ სისქის, მიმაგრებულია ჰორიზონტალურ ფუძესთან; ღერო 10-25 სმ სიმაღლისაა, დაკუთხული, წახნაგებიანი, 6 ვიწრო-ხაზური 1-2 მმ სიგანის, ბრტყელი, მოსქელო ფოთლით. ქოლგა ნახევარსფერულია, კუმსი, მრავალყვავილიანია; ყვავილსაფარი თეთრია, ზოგჯერ მოვარდისფრო. ყვ. V-VII; ნყ VI-VIII.

ცენტრალურ აზიური სახეობაა, კლასიკური ადგილსამყოფელი კავკასია. საერთო გავრცელება სომხეთ-ქურთისტანი.

საქართველოში გავრცელებულია: ქართლი, თრიალეთი, ჯავახეთი (საქ.მც.სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებში გვხვდება ტაბახმელას, კუს ტბის, თელეთის ქედის, უძოს, ქოროღლის, კოჯრისა და მცხეთის მიდამოებში.

სინათლის მოყვარული მეზოქსეროფილური მცენარეა. მთა-ველის სახეობა; იზრდება მთის შუა და სუბალპურ სარტყელში, ვაციწვერიან-წივანიან, აბზინდიან-მარცვლოვან-ბუჩქნაროვან ველებზე, ღორღიან სუბსტრატებსა და კლდეებზე, მშრალ ხრიოკიან ფერდობებზე.

გავრცელებულია როგორც ველის ცენოზებში, ასევე სუბალპურ მდელოებზე, სადაც ფართო დაჯგუფებებს ქმნის. თბილისის შემოგარენში სახეობა მცირე პოპულაციებითაა წარმოდგენილი, მათი საერთო რიცხოვნობა მეტად მცირეა. ლიმიტირების ფაქტორი ვფიქრობთ ბიოლოგიურია: თესლის დაბალი აღმოცენება, მათი დაზიანება მწერების მიერ, აღმონაცენის სუსტი კონკურენტული უნარი და სხვ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები