თერაპევტთა და ესსელთა სექტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თერაპევტთა და ესსელთა სექტები - ეს სექტები უფრო ახლოს იყვნენ იუდაიზმთან, რადგანაც ყურადღება მიაქციეს რელიგიის შინაგან არსს. ისინი გამოეყვნენ ქალაქურ ცხოვრებას და დასახლდნენ მკვდარი ზღვის ნაპირას (აქ ცხოვროდნენ უფრო ესსელნი, ხოლო თერაპევტნი კი ეგვიპტეში). მათ აღთქმა დადეს, თაყვანი ეცათ ერთი ღმერთისათვის, ანგელოზებისათვის, ჰყვარებოდათ ჭეშმარიტება და არავისთვის გაემხილათ საზოგადოების საიდუმლოებანი.

ესსელნი (მკურნალნი) და თერაპევტნიც დახელოვნებულნი იყვნენ მკურნალობაში. დროს ატარებდნენ შრომაში, ავადმყოფთა მოვლაში, საღმრთო წერილის კითხვასა და გალობაში. ემოსათ თეთრი სამოსი; აკრძალული ჰქონდათ ყოველივე, რაც ცოტაოდენ სიამოვნებას მაინც მიანიჭებდა სხეულს; ზოგი ცოლ-ქმრობასაც კი უარყოფდა. მათი სწავლებით შაბათს არც ცეცხლის დანთება შეიძლებოდა, არც რაიმე საგნის გადაადგილება. ლოცვით ეგებებოდნენ მზის პირველ სხივებს. ისინი მოელოდნენ მესიას, ქრისტეს, როგორც უდიდეს მეუდაბნოეს, რომელიც სულს გაათავისუფლებდა მისი საპყრობილედან - სხეულიდან. მათ სწამდათ მხოლოდ სულიერი აღდგომა და არა ხორციელი.



წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები