თვალთვალის ხელსაწყოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვალთვალის ხელსაწყოები (მანძილის და კუთხის საზომი)

ხელსაწყოების დანიშნულებაა: სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიზნის აღმოჩენა, საკუთარი ძალების და მოწინააღმდეგის მოქმედებების თვალთვალი, მიზნებამდე კუთხის და მანძილის გაზომვა, მიზანჩვენების და ცეცხლის კორექტირების უზრუნველყოფა. ასეთ ხელსაწყოებს განეკუთვნება ბინოკლი, ბუსოლი, პერისკოპი, ტეოდოლიტი და სხვა.

თვალთვალის ხელსაწყოების ორიენტირება

დირექციული კუთხის მეშვეობით ხელსაწყოების ოპტიკური ღერძისთვის განსაზღვრული ფიქსირებული მიმართულების მიცემა. აუცილებელია დაზვერვის, მიზანჩვენების, მიზნების (ორიენტირების, რეპერების) დაფიქსირებისა და ცეცხლის მართვის წარმოებისთვის.

თვალთვალის ხელსაწყოების ხერხებია: საორიენტირო მიმართულების დირექციული კუთხით ან სროლის ძირითადი მიმართულებით, ურთიერთვიზირებით, საერთო ორიენტირით და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები