მიზანი (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიზანი (სამხედრო ტერმინი), მოწინააღმდეგის ობიექტი, რომლის დაზიანებაც არის განსაზღვრული.

მიზანს განასხვავებენ:

  • სივრცეში განლაგების მიხედვით - სახმელეთო, მიწისქვეშა, საჰაერო, საზღვაო, წყალზედა და წყალქვეშა.
  • შემადგენლობის მიხედვით - ერთეული და ჯგუფური;
  • ზომების მიხედვით - წერტილოვანი და გარკვეული ზომების მქონე;
  • მოქმედების ხასიათით - აქტიური და პასიური;
  • დაცვის ხარისხის მიხედვით - ღია, დაფარული (საინჟინრო ნეგებობებში) და დაჯავშნული;
  • უძრავი (სტაციონარული), მოძრავი;
  • თვალთვალის პირობების მიხედვით - ხილვადი და უხილავი.
  • დასაზიანებელი ობიექტების ტიპის მიხედვით – ბალისტიკური (ფრთოსანი) რაკეტა (მისი ნაწილები), თვითმფრინავი (ვერტმფრენი), ხომალდი (წყალქვეშა ნავი), ცრუ მიზანი, ნაღმი (ამოტივტივებული), ტორპედო, ჯავშანობიექტი და სხვა.


მიზანი შეიძლება დახასიათდეს სხვა ნიშნებითაც.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები