თთუენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თთუენი — ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელიც შეიცავდა სხვადასხვა წმიდანთა და სხვადასხვა დღესასწაულთა საგალობლებს. ტერმინი დადასტურებულია XI ს-დან.

გიორგი ათონელმა, მისი ბიოგრაფიის მოწმობით, ბერძნულიდან თარგმნა „თთუენი ათორმეტნივე სრულად ღმრთივბრწყინვალედ“. გიორგი ათონელის ეს ნაშრომი უნიკალურია, ბერძნულ ენაზეც არ არსებობს კრებული, რომელიც ქართველი მოღვაწის ნაშრომს გაუტოლდებოდა სისრულის მხრივ. გიორგი ათონელს სრულიად შეუკრებია ამა თუ იმ წმიდანის დღის ყველა საგალობელი: „სათვეო საგალობელი არა ერთისა, არამედ მრავალთა დედათაგან ერთად შეკრებილ არს და ერთსა წიგნსა ბერძნულად არა რომელსა იპოების ეგოდენი საგალობელი“ (ეფრემ მცირე). გიორგი ათონელის შრომა ერთადერთი იყო ქართულ ლიტურგიკაში და მას შინაარსის მხრივ თვალსაჩინო ცვლილებები არ განუცდია მრავალი საუკუნის განმავლობაში. XVIII ს-ში გამოვიდა „თთუენის“ სამი რედაქცია. აქედან ერთი გადაწერილია 1746 წ. და ემყარება ძველ რედაქციას, ხოლო ორი შესწორებულია სლავური „თთუენის“ მიხედვით ალექსი მესხიშვილისა და ანტონ კათალიკოსის მიერ.


ლიტერატურა

  • ე. მეტრეველი, ორიგინალური ჰიმნოგრაფიის ისტორიისათვის XI-ს-ში, პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, IX, 1952.


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები