იატაგანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იატაგანი

იატაგანი - (თურქული იათაღანი - yatagan), ცივი იარაღის ტიპი. პირმოღუნული და ყუაამოზნექილი მახვილი (გარდამავალი ხმალსა და სატევარს შორის). ცალლესული.

საერთო სიგრძე 65–90 სმ, მასა ქარქაშის გარეშე – დაახლოებით 0,8 კგ., ქარქაშით – დაახლოებით 1,2 კგ.

XVI საუკუნიდან ცნობილია, როგორც იანიჩარების იარაღი, მაგრამ გარდა თურქეთისა იატაგანს ახლო აღმოსავლეთის, ბალკანეთის და სამხრეთ ამიერკავკასიის ჯარებშიც ხმარობდნენ. მის ზოგიერთ სახეობას ორმაგათ გაღუნული, ტალღოვანი პირი აქვს. ეს იარაღი უვადაჯვროა. ტარი გაკეთებულია ძვლისაგან ან ლითონისაგან, რომელიც ბოლოში ფართოვდება და ორკაპა სახეს ღებულობს. პირი ქარქაშში ორკაპა ნაწილამდე ჩადის. იატაგანის ქარქაში ძირითადად ტყავგადაკრული ხისაგან კეთდებოდა.


მ.ქ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები