იდეოლოგიური ბრძოლა ომში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იდეოლოგიური ბრძოლა ომში - ომში გამარჯვების მისაღწევად სულიერ სფეროში მეომარი მხარეების დაპირისპირება.

იწყება, როგორც წესი, ომის დაწყებამდე, ხოლო მისი დაწყების შემდეგ იღებს სრულმასშტაბიან და ღია ხასიათს. იდეოლოგიური ბრძოლის ხასიათს განაპირობებს მოწინააღმდეგე მხარეების სამხედრო პოლიტიკა, მათი სამხედრო დოქტრინები, ასევე თავად ომის სოციალურ-პოლიტიკური ხასიათი.

იდეოლოგიური ბრძოლის ძირითადი სუბიექტია სახელმწიფო, პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური, საზოგადოებრივი ორგანოები და ორგანიზაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ჯარების სპეციალური ქვედანაყოფები.

იდეოლოგიური ბრძოლის ძირითადი ობიექტებია: მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო მოსამსახურეები, მოსახლეობა და სამხედრო ტყვეები.

იდეოლოგიური ბრძოლა მიმართულია სულიერ სფეროში მოწინააღმდეგის ძალისხმევის საწინააღმდეგოდ, მისი ჯარების დემორალიზაციისკენ, საკუთარი და მოკავშირე ქვეყნების არმიების და მოსახლეობის სულიერების გაძლიერებისკენ.

იდეოლოგიური ბრძოლის თანამედროვე ინსტიტუტები და აპარატი აღჭურვილი არიან მრავალფეროვანი ტექნიკური საშუალებებით (ტიპოგრაფიებით, ტელევიზიით, ვიდეოჩამწერი აპარატებით, რადიოსადგურებით, საავიაციო-პროპაგანტისტული მასალების მიწოდების და გავრცელების საშუალებებით, მათ შორის თანამგზავრების, სარაკეტო-საარტილერიო და საავიაციო საბრძოლო მასალების საშუალებით და ა.შ.).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები