ომში გამარჯვება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ბრედას ჩაბარება“, ველასკესი

ომში გამარჯვება - ერთ-ერთი მეომარი მხარის (სახელმწიფოს, კოალიციის, პოლიტიკური მოძრაობის) მიერ მოწინააღმდეგის დამარცხება, ომში პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული მიზნების მიღწევა.

გამარჯვების უშუალო შედეგი არის საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამარჯვებულის პირობებით, რაც ფორმდება საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტებით: კაპიტულაციის აქტით, დაზავების შეთანხმებით, საზავო ხელშეკრულებით და სხვა.

ომში გამარჯვების მთავარი გამოვლინებაა შეიარაღებული ბრძოლის წარმოებაში მოპოვებული წარმატება, მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების განადგურება და მისი ტერიტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილების ან მთელი ტერიტორიის ოკუპაცია.

დაპირისპირების სხვა სფეროებში გამარჯვების ძირითადი გამოხატულებაა: მოწინააღმდეგის ეკონომიკური პოტენციალის რღვევა, ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურის და საქმიანობის დეზორგანიზაცია, მისი სამხედრო-პოლიტიკური კავშირების დაშლა, მოსახლეობასა და არმიაში წინააღმდეგობის სულისკვეთების დაკარგვა და სხვა.

ომში გამარჯვების წყაროა სახელმწიფოს მთელი მატერიალური და სულიერი ძალების ერთობლიობა და მათი გამოყენების ეფექტურობა, რაც სამხედრო ძლიერებაში გამოიხატება. უშუალოდ ომში გამარჯვება წარმატებას აღწევს შეიარაღებული ძალების საბრძოლო საქმიანობით.

XX საუკუნის ბოლოსთვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბირთვულ ომში გამარჯვებას. ბირთვულ-სარაკეტო პოტენციალის მქონე სახელმწიფოს წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვებოდა საპასუხო ბირთვული დარტყმა აგრესორისათვის მიუღებელი ზარალის მიყენებით, რაც გამორიცხავს გამარჯვების მიღწევას. გარდა ამისა, ბირთვული იარაღის შეუზღუდველი გამოყენება გამოიწვევდა დესტრუქციულ ეკოლოგიურ პროცესებს, დედამიწაზე სიცოცხლის საფუძვლების რღვევას.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები