იერიშის საარტილერიო მხარდაჭერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იერიშის საარტილერიო მხარდაჭერა - არტილერიის საბრძოლო მოქმედებები თავისი ჯარების იერიშის დასაწყისში და მსვლელობისას, რაც გამოიხატება მოწინააღმდეგის განუწყვეტელი ცეცხლით დაზიანებით ფრონტის წინ და მოიერიშეთა ფლანგებზე მათი შეუჩერებელი წინსვლისთვის პირობების შესაქმნელად; იერიშის ცეცხლით მხარდაჭერის შემადგენელი ნაწილი. იერიშის საარტილერიო მხარდაჭერა იწყება იერიშის საარტილერიო მომზადების დამთავრებისთანავე.


მისი ძირითადი მეთოდებია:

  • ცეცხლის ერთმაგი ან ორმაგი თანამიმდევრული თავმოყრა;
  • ერთმაგი ან ორმაგი ცეცხლის ტალღა;
  • ცეცხლის თავმოყრა და ცეცხლი ცალკეულ მიზნებზე, აგრეთვე მათი შერწყმა.

არტილერიის ცეცხლი იერიშის საარტილერიო მხარდაჭერის დროს ესადაგება ტანკების და მოტოქვეითების მოძრაობას და მისი გადატანა ხდება ბრიგადების (პოლკების, ბატალიონების) მეთაურების სიგნალებით. იმავდროულად გრძელდება მოწინააღმდეგის მიზნების დაზიანება თავდაცვის სიღრმეში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები