ილუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილუ. ქანდაკება, ბრინჯაო (ძვ.წ. 14-13 ს.ს.), დამასკო, ნაციონალური მუზეუმი

ილუ – (უგარიტ.) „ძალა“, უზენაესი ღმერთი, ღმერთების მამა, სამყაროს შემოქმედი და მპყრობელი, ბრძენი, სამართლიანი, თუმცა ზოგჯერ ცდება და უკეთურის მხარს იჭერს: დაუშვებს თავისი ძის ბაალის სიკვდილს და მის ნაცვლად უვარგისი ღმერთის გამეფებას.

როგორც მარადიული ღმერთი, იგია „წელიწადების მამა“ და წარმოდგენილია წვერებიანი მოხუცის სახით. მისი მეუღლეა აშერათუ, ღმერთების დედა. ილუ ქმნის ღვთაებათა შვიდეულს, რომ უზრუნველყოს ნაყოფიერებისა და სიუხვის შვიდწლიანი პერიოდი. შვიდწლიანი გვალვის დროს ილუ მათ უდაბურ ადგილებში გზავნის; შვიდი წლის შემდეგ ისინი უკან ბრუნდებიან ქვეყანაში, სადაც მათ ნაყოფიერების დაბრუნების ნიშნად პურითა და ღვინით ყანების დარაჯი შეეგებებათ. ილუს, როგორც ძლიერებისა და ნაყოფიერების ღვთაების, ეპითეტი „ხარია“.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები