დამასკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამასკო – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი სირიაში (ძვ.წ. IV ათასწლეული). ისტორიულ წყაროებში დამასკო პირველად ეგვიპტურ წყაროებში მოიხსენიება, როგორც ეგვიპტის ფარაონ თუტმოს III-ის ადებული ერთ-ერთი სირიული ქალაქი. ამ ქალაქის სახელი ცნობილია ელ ამარნის წარწერებიდანაც.

ძვ.წ. XII საუკუნეში დამასკო მესოპოტამიიდან სირიაში ჩამოსახლებული არამელების მთავარ ცენტრად იქცა. ძვ.წ. X საუკუნის დასაწყისში ისრაელის მეფე დავითმა აიღო დამასკო და იქ მმართველად თავისი ნაცვალი დანიშნა, თუმცა სოლომონის მეფობის დროს დამასკომ მოახერხა დამოუკიდებლობის დაბრუნება და მალე ძლიერი სამეფოც შექმნა (არამ-დამასკო), რომელიც მუდამ თავს ესხმოდა და აწუხებდა ისრაელის სამეფოს.

ძვ.წ. 732 წელს დამასკო ასურელებმა აიღეს ტიგლათფალასარ III-ის მეთაურობით და თავიანთ იმპერიას შეუერთეს. ისტორიის განმავლობაში დამასკო ჯერ ასურეთის, ბაბილონის, სპარეთის ხელში იყო, შემდეგ კი მაკედონიის და სელევკიდების. იუდეაში აკაბელების მმართველობის პერიოდში ებრაელები რამდენჯერმე შეეცადნენ დამასკოს აღებას. იონათან მაკაბელმა წარმატებით ილაშქრა ამ ქალაქის ტერიტორიებზე, თუმცა შემდეგი იუდეის მეფეები ვეღარ ახერხებდნენ დამასკოზე კონტროლის შენარჩუნებას. ძვ.წ. 64 წელს სლამასკო რომაელებმა დაიპყრეს გნეუს პომპეუსის მეთაურობით.

ბიბლიაში დამასკო ძალიან ხშირად მოიხსენიება. აბრაამის მთავარი მსახური, ელიაზარი სწორედ დამასკოელი იყო. მეფეთა წიგნის მიხედვით მეფე დავითმა აიღო ეს ქალაქი და გარნიზონი ჩააყენა. მეფეთა წიგნებში აღწერილია დამასკოს სამეფოს ბრძოლა ჯერ იუდეის სამეფოსთან (იმ დროს დამასკო ისრაელს უჭერდა მხარს), შემდეგ კი ისრაელის სამეფოს წინააღმდეგაც.

დამასკო ახალ აღთქმაშიც მოიხსენიება. ამ ქალაქში გახდა ურწმუნო სავლე პავლე მოციქული.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები