ინდაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდაუ

ინდაუ – (Eruca sativa); ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე, გვარი ინდაუ, კომბოსტოსებრთა ოჯახის წარმომადგენელი. ღეროს სიმაღლე 40 სმ. სწორი, დატოტვილი, სუსტად დაშვბეული. ფოთლები ერთგვარად ხორციანი, დაძარღვული, დამახასიათებელი სუნით, დაკბილული. ყვავილები – მკრთალი- იშვიათად მკვეთრი ყვითელი ფერის.

ინდაუ – ბიბლიური მცენარე

დავიდ დარომის მიერ გამოცემულ „Beautiful Plants of Bible“-ში ბიბლიიდან დამოწმებულ ამონარიდში მოხსენიებული „ველური ნაყოფი“ მიჩნეულია წმინდა მიწის მოსახლეობისათვის კარგად ცნობილ მცენარედ, რომლის სახელწოდებაა „ინდაუ“, ინდაუ ველურად იზრდება მდინარე იორდანის მიმდებარე ტრამალებში. მის ნორჩ ფოთლებს ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეპოქაში იყენებდნენ სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად, აგრეთვე ხორცით დამზადებული კერძების სანელებლად. ინდაუს აქვს მდოგვისმაგვარი ცხარე გემო და არის საკმაოდ ყუათიანი.

„გავიდა ერთი მათგანი მინდორში მწვანილის მოსაკრეფად, იპოვა ველური ვაზი, დაკრიფა მთელი კალთა ველური ნაყოფი. მოვიდა და ჩააჭრა შეჭამადის ქვაბში, მათ კი ვერ გაიგეს. გადმოუსხეს კაცებს საჭმელად და, როცა ჭამდნენ კერძს, აყვირდნენ და თქვეს: სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო! და ვეღარ შეჭამეს“. (2 მეფეთა 4, 39-40)


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები