ინფრაბგერითი დაზიანება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინფრაბგერითი დაზიანება - ინფრაბგერითი დაზიანება ახორციელდება ინფრაბგერითი იარაღით, რომელიც ეფუძნება მიზანმიმართული აკუსტიკური (ბგერითი) ტალღური ენერგიის გამოყენებას ცოცხალ ძალაზე უარყოფითი ზემოქმედების მოსახდენად.

დაზიანება ხორციელდება ინფრაბგერით; ადამიანის ყურისათვის აღუქმელი დაბალი სიხშირის ბგერითი ტალღები მოქმედებენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, იწვევენ საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, პანიკურ მდგომარეობას და საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვას. უფრო მაღალმა სიგნალმა შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარეგვა ან სიკვდილი.

ინფრაბგერითი იარაღის მასობრივი გამოყენების დროს შეიძლება დაიკარგოს ცოცხალი ძალის ბრძოლისუნარიანობა ისეთი პერიოდით, რომელიც საკმარისია შეზღუდული ხასიათის საბრძოლო ოპერაციების საწარმოებლად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები