კარატიგინი პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე კარატიგინი

პეტრე კარატიგინი − (რუს. Пётр Андреевич Каратыгин 1805-1879), რუსული სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. ანდრეი ვასილიევიჩისა და ალექსანდრა დმიტრიევნა კარატიგინის ვაჟი, ვ.ა. კარატიგინის ძმა, პეტრე კარატიგინის მამა.

სწავლობდა პეტერბურგის თეატრალურ სკოლაში, თავდაპირველად ბალეტმაისტერ დიდლოსთან, ხოლო შემდეგ სწავლა დრამის მიმართულებით გააგრძელა. სამსახიობო კარიერა დაიწყო 1823 წლიდან საყვარლების როლების შესრულებით დრამებსა და კომედიებში, მაგრამ მისი სტიქია ვოდევილები იყო და დაწერა კიდეც თავად რამდენიმე ვოდევილი.

მთავარ როლებს ასრულებდა მისი ეპოქის ყველა დრამატურგის, შემდგომში რუსული ლიტერატურის კლასიკოსების პიესებში, მათ შორის, ალ. გრიბოედოვის, ნ. გოგოლის, ი. ტურგენევის და სხვათა პიესებში. რუსი კრიტიკოსი მასზე წერდა, რომ ის იყო კომედიის ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი, რომელიც მხოლოდ ერთეულებს აქვთ საუკუნეში. კარატიგინი ისევე წარმატებით თამაშობდა დასავლეთ ევროპის დრამატურგთა (მოლიერის, ბომარშეს, შერიდანის, გოლდონის) პიესებში, როგორც რუსი ავტორების.

1832-1838 წლებში პეტრე კარატიგინი ხელმძღვანელობდა ჯგუფებს პეტერბურგის თეატრალურ სასწავლებელში. მისი პედაგოგობის ხანა შეფასებულია, როგორც რუსული სათეატრო სკოლის ბრწყინვალე ერა. ის არა მარტო ასწავლიდა ახალგაზრდებს მსახიობის ხელოვნებას, ოსტატობას, არამედ სასწავლებლის გარეთ ეძებდა ნიჭიერ ახალგაზრდებს. ასე აღმოაჩინა მან შემდგომში ცნობილი მსახიობები: ა. მაკსიმოვი, ს. მარკოვეცკი, პ. გრომოვა და სხვ.

პეტრე კარატიგინმა 70-მდე პიესა დაწერა, მათ შორის, 46 ვოდევილი, დანარჩენი გადმორუსულებული უცხოური პიესებიდან. მისი პირველი ვოდევილი იყო „ნაცნობი უცნობები“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაყურებელში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები