კენია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კენიის დროშა

კენია - (Kenya - კენიის რესპუბლიკა), სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში. სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე.

ფართობი 582,6 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 40,8მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – სუაჰილი და ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. ნაირობი.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტი და ეროვნული კრება - პარლამენტი. პრეზიდენტი არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

კენია დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა. დამოუკიდებლობა აღიარა 1963 წლის 12 დეკემბერს.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს მიწათმოქმედება (ჩაი, ყავა).

საზღვაო პორტი: მომბასა, მალინდი.

საერთაშორისო აეროპორტებია: ნაირობი, მომბასა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 24,1 ათ. კაცი (2012) სახმელეთო ჯარები 21,3 ათ., სამხედრო-საჰაერო 1,5 ათ. და საჰაერო დაცვის ძალები 1,3 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები