კერძო საქონელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კერძო საქონელი - (private property, commodity) - ყველა საქონელი თუ მომსახურება, რომელიც მოექცევა საბაზრო მექანიზმის ორბიტაში. მოხმარების ხასიათიდან გამომდინარე, „კერძო საქონელი“, ისევე როგორც „საზოგადოებრივი საქონელი“, იყოფა ინდივიდუალური და კოლექტიური მოხმარების საქონლად. ინდივიდუალური მოხმარების „კერძო საქონელს“ მიეკუთვნება: კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო საქონელი და სხვ., ხოლო კოლექტიური მოხმარებისას - საზოგადოებრივი კვების კერძო ფირმების მომსახურება, კერძო საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვა, კერძო თეატრების, კინოთეატრების, აბანოების მომსახურება და სხვ.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები