კვირინუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვირინუსი(რომ.) უძველესი ღვთაება, მისი კულტის შემოტანა რომში საბინებს მიეწერებათ. რომაულ პანთეონში კვირინუსს მესამე ადგილი ეკავა იუპიტერისა და მარსის შემდეგ. მოგვიანებით მას აიგივებდნენ ამ უკანასკნელთან და უწოდებდნენ „მშვიდობიან მარსს“. კვირინიუსის კულტი შეერწყა რომულუსის კულტსაც, რისი დასტურიცაა რომულუს-კვირინუსის ტაძრის არსებობა.

კვირინუსის სახელიდან მომდინარეობს რომაელთა ძველი წოდება „კვირიტები“: Populus Romanus Quiritesque ან Populus Romanus Quiritium – ასეთი იყო რომაელი ხალხისადმი საპატიო – სადღესასწაულო მიმართვა, რითაც მოქალაქეებს განასხვავებდნენ მეომართაგან.

რომის შვიდი ბორცვიდან ერთ-ერთს კვირინუსის სახელის მიხედვით ეწოდა „კვირინალისი“. ამ უძველესი ღვთაების პატივსადებად თებერვლის თვეში იმართებოდა დიდი ზეიმი, რომელსაც „კვირინალიები“ ეწოდებოდა. გადმოცემათა თანახმად, იგი ლეგენდარულ რომაელ მეფეებს დაუწესებიათ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები