კინისკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კინისკა - სპარტის მეფის, არქიდამე მეორეს ქალიშვილი, როგორც პავსანია და ქსენოფონტე მოგვითხრობენ, ცხენოსნობით ყოფილა გატაცებული. კინისკა მისმა ძმამ, სპარტის მეფე აგესილაოსმა დაარწმუნა, ოლიმპიურ თამაშებზე გამოსულიყო და მართლაც, კინისკას კვადრიგამ - ანუ ეტლმა, რომელშიც 4 ცხენი იყო შებმული - ძვ.წ 398 და 394 წლების ოლიმპიადებზე გაიმარჯვა. კინისკას ოლიმპიაში ძეგლი დაუდგეს. გათხრებისას აღმოჩდა ქანდაკების პოსტამენტი ეპიგრამული წარწერით: „სპარტის მეფეები არიან ჩემი მამანი და ძმანი, ფეხმარდი ცხენების ეტლით გავი - მარჯვე რბოლაში, მე, კინისკამ აღვმართე ეს ძეგლი, და სიამაყით ვაცხადებ, მე ერთადერთმა ელადის ქალებიდან მივიღე ეს გვირგვინი...“



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები