კუკების თამაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუკების თამაშა – „ტერმინი „კოუკლა“ ბერძნული წარმოშობისაა და შემდგომ გავრცელდა აღმოსავლეთში – შუა აზიაში, სპარსეთსა და ჩინეთში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, კუკა იგივე ჭუპრა – „ცუდად შემზადებული სახეა კაცისა“. საქართველოში კუკების თამაშა ანუ თოჯინების თეტრალური სანახაობა ცნობილია მე-7 საუკუნიდან. კუკასა და ჭუპრას გარდა, ხალხში დაცულია, აგრეთვე, სათამაშო თოჯინების აღმნიშვნელი სხვა სახელებიც: ძონძი-კუკი (კახეთი), ტიკინა ტუკნია (ქართლი), დედოფალადიოფალა (რაჭა), გუგა (თუშეთი). სამეგრელოში ნაქურჩალასაგან გაკეთებულ თოჯინას გუგას უწოდებდნენ. კუკა ანუ ჭუპრა შორეულ წარსულში რელიგიურ კულტთან იყო დაკავშირებული. ზაფხულში, გვალვის ან გადაუღებელი წვიმების დროს, ქალები შეიყრებოდნენ, მოიტანდნენ „ლაზარეს“ – ამინდის ღვთაების განმასახიერებელ ჭუპრს და მას სოფელში სიმღერით კარიდაკარ დაატარებდნენ“. (დ. ჯანელიძე).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები