ლინკევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლინკევსი – (ბერძნ.)

1. მესენიელი გმირი. აფარევსის ვაჟი. ბერძნულ მითოსში ლინკევსი ცნობილია იმით, რომ გამოირჩეოდა გამჭოლი მზერით. იგი ხედავდა მიწაშიც და ქვაშიც. ლინკევსსა და მის ძმას, იდასს, აფარეტიდებად უხმობდნენ. ისინი მონაწილეობდნენ ცნობილ „კალიდონის ნადირობასა“ და არგონავტების ლაშქრობაში. შედარებით ცნობილია მითოსი აფარეტიდებისა და დიოსკურების ბრძოლაზე (საცოლეთა გამო). სწორედ ამ ომში კვდება ლინკევსი პოლიდევკესის ხელით.


2. ლინკევსი ერქვა აგრეთვე ეგვიპტოსის ორმოცდაათი ვაჟიდან ერთ-ერთს, რომელიც შეუყვარდა დანაიდ ჰიპერმნეტსრას. იმ საშინელ ღამეს, როდესაც დანაიდებმა ამოხოცეს ეგვიპტიდები, გადარჩა მხოლოდ ლინკევსი, რომელსაც შემდეგ პერსევსისა და ჰერაკლეს წინაპრად მიიჩნევდნენ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები