ლოგისტიკური ვითარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოგისტიკური ვითარება – იმ ფაქტორების და პირობების ერთობლიობა, რომლებშიც ხორციელდება ოპერაციის (ბრძოლის) მომზადების და მიმდინარეობის დროს ჯარების (ძალების) ლოგისტიკური უზრუნველყოფა; საბრძოლო ვითარების ნაწილი.

მოიცავს:

  • ლოგისტიკის მდგომარეობას და განლაგებას;
  • მატერიალური საშუალებების მარაგის არსებობას, მათი დაშორიშორების და დაფარვის ხარისხს;
  • საჭირო სამხედრო გადაზიდვების მოცულობას, აგრეთვე სამედიცინო ვითარებას;
  • ლოგისტიკის ობიექტებზე მოწინააღმდეგის ზემოქმედების დონეს;
  • ლოგისტიკის დაცვის და თავდაცვის, მართვის პირობებს და სხვა.

ლოგისტიკური ვითარების შეფასებისას, გარდა ამისა, მხედველობაში მიიღება ადგილმდებარეობის ხასიათი, კლიმატური, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები, წელიწადის და დღე-ღამის დრო, საბრძოლო მოქმედებების მომზადებისთვის საჭირო დრო.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები