მარსაგიშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით მარსაგიშვილი

დავით მარსაგიშვილი — (დ. 30 მარტი, 1991, სოფელი არშა ყაზბეგის რაიონი) ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე (84 კგ). 2012 წლის ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშების ­ ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს პირველობების გამარჯვებული ახალგაზრდებში (2011). ევროპის ორგზის ჩემპიონი (2012, 13), მეორე (2011) და მესამე (2016) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (2011).

2012 წლის ოლიმპიური თამაშები

84 კგ, 19 მონაწილე
1. შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი)
2. ხაიმე ესპინალი (პუერტო­რიკო)
3. დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
3. ესან ნასერ ლაშგარი (ირანი)
I წრე ­ ქულებით (9:1, 7:3) მოუგო უიტუმენ ორგოდოლს (მონღოლეთი); II წრე ­ ქულებით (6:13) წააგო ხაიმე ესპინალთან (პუერტო­რიკო); III წრე ­ არ გამოცხადდა ანდრეუ ადიბო დიცკი (ნიგერია); მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ქულებით (6:1) დაამარცხა სოსლან გაციევი (ბელარუსი).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები