მაღალმთის მუხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაღალმთის მუხა

მაღალმთის მუხა – (Quercus macranthera Fich. & C.A. Mey. Ex Hohen.); ოჯახი: წიფლისებრნი (Fagaceae). 20-28 მ სიმაღლის ხეა, მსხვილი, მოკლე ღეროთი, დაფარულია სქელი, მუქი ქერქით. ერთწლიანი ტოტები სქლადაა შებუსული მოყვითალო-რუხი გრძელი, ბანჯგვლიანი ბეწვებით ფოთლები მკვრივია, ტყავისებური, ქეჩის მსგავსად შებუსული. ფირფიტა ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან – მოყვითალო-მონაცრისფრო, მეტ-ნაკლებად შებუსული. მოყვანილობით ოვალური ან კვერცხისებური, გვერდებზე ამოკვეთილნაკეთი ანი, თითოეულ მხარეზე 8-12 მოკლე, ბლაგვი, კიდემთლიანი ან მსხვილკბილებიანი ნაკვთებით. ყვ. ნაყ. V. იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლებში სამხრეთის მშრალ ფერდობებზე, ქმნის მუხნარ ტყეებს. გვხვდება ცალკეულადაც ფოთლოვან, ფიჭვნარ ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის ქედზე. საქართველოში გავრცელებულია სვანეთში,რაჭაში, ლეჩხუმში, შიდა ქართლში, ფშავში, ხევსურეთში, თრიალეთსა და მესხეთში. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები