მეორე ფრონტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეორე ფრონტი - ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ დასავლეთ ევროპაში II მსოფლიო ომის დროს. გადაწყვეტილება მეორე ფრონტის გახსნის შესახებ მიღებულ იქნა სსრ კავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების მიერ 1943 წლის თეირანის კონფერენციაზე.

გაიხსნა 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში ინგლის-ამერიკის საექსპედიციო ძალების შეჭრით (იხ. ნორმანდიის სადესანტო ოპერაცია). დასავლელმა მოკავშირეებმა გაარღვიეს ატლანტიკური ზღუდე, გაათავისუფლეს საფრანგეთის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ტერიტორიები და 1945 წლის გაზაფხულზე გავიდნენ მდინარე ელბაზე, სადაც წითელ არმიას შეხვდნენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები