მთაწმიდა (მთები ფშავში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთაწმიდაფშავში რამდენიმე მაღალი მთა ატარებს ამ სახელს (ცაბაურთაში, ჭიჩოსა და ახადში). ბევრ სხვა მაღალ მთას თუმცა თავ-თავისი სახელები აქვს, მაგრამ ისინი შეიძლება მთაწმიდებად მოვიხსენიოთ, რადგან დიდი სიწმიდით არიან შემოსილი. მედღესასწაულენი ადიან მაღალ მთაზე, რომელიც ყოველ თემს აქვს, როგორც სამთო სალოცავი, და ზემოდან დაჰყურებს მას. მლოცველებს აჰყავთ საკლავი, მიაქვთ ძღვენი, რათა იქ შესწირონ მსხვერპლი თავიანთ ღვთისშვილს პურობენ საერთო სუფრაზე, ღამეს ათევენ, დილით კი უკან ბრუნდებიან ფერხისაით და სიმღერით. თქმულებით, პირველად მთაწმიდაზე დაარსდა ღვთისშვილი ნათლის სვეტის სახით და შემდეგ სოფელ ადგილებში დაჰკრა შუქი. ამბობენ, მთაწმიდაზე ბერებს უცხოვრიათ ზამთარ-ზაფხულ, არც სიცხე აწუხებდათ, არც ყინვა; ქვევრებში ღვინო და წყალი, კიდობანში კი პური არ ელეოდათ. ბოლოს, როცა ქვეყანაზე სიწმიდემ იკლო, ბერებსაც ვეღარ გაუძლიათ მთაწმიდაზე და ბარად ჩამოსულან.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები