მინაელასტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინაელასტი – რულონური დნობადი საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა. გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების შენობების საბურულე ხალიჩის მოსაწყობად, აგრეთვე საძირკვლების, ხიდების, გვირაბების ჰიდროსაიზოლაციოდ. ინარჩუნებს ელასტიკურობას –25°C, თბომედეგობას კი +100°C ტემპერატურამდე. შედგება არალპობადი საფუძვლისა (მინის ტილო, კომბინირებული ქსოვილი, მინის ქსოვილი, პოლიესთერი) და ზედაპირზე ორმხრივად დატანილი მოდიფიცირებული პოლიმერბიტუმის შემკვრელისაგან. მონტაჟის დროს დნება პროპანის ან დიზელის სანთურით და მჭიდროდ ეწებება ჰორიზონტალურ, დახრილ და ვერტიკალურ ზედაპირებს, რომლებიც დამზადებულია უწვი მასალისაგან (ცემენტ-ქვიშის მოჭიმვა, მინერალური ბამბის მათბუნებელელი და სხვ.).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები