პროპანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროპანი – ალკანოიდების კლასის ორგანული ნაერთი – უფერო, უსუნო აირი. არსებობს ბუნებრივ აირში. მიიღება ნავთობის კრეკინგის შედეგად.

ქიმიური ფორმულა – C3H8;
სიმკვრივე: აირულ მდგომარეობაში – 2,0098 კგ/მ3;
თხევად მდგომარეობაში – 493 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – –187,7°C;
დუღილის ტემპერატურა – –42,25-42,04°C;
თვითაალების ტემპერატურა – 470°C;
აალების ტემპერატურა – –104°C.

როგორც ყველა ნახშირწყალბადოვანი აირები – ხანძარ- და აფეთქებასაშიშია. ცუდად იხსნება წყალში. პროპანის გამოყენების სფეროებია: ლითონების ჭრა, მეორეხარისხოვანი ლითონის კონსტრუქციების შედუღება; საბურულე, საგზაო, აირშედუღებითი სამუშაოები; გათბობა, მაცივარი აგენტი, გადასატანი ელექტროგენერატორების საწვავი; ქიმიური და კვების მრეწველობა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები