მირზაანის ალავერდის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირზაანის ალავერდის ეკლესია

მირზაანის ალავერდის ეკლესია – (ინგლ. Mirzaani Basilica) ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, IX-X საუკუნეების წმინდა იოსებ ალავერდელის ეკლესია. მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მირზაანში.

შუა საუკუნეების თავდაპირველი მცირე დარბაზული ეკლესია მოგვიანებით, XVIII საუკუნის მიწურულს ან XIX საუკუნის დასაწყისშია განახლებული და ძველი ნაგებობიდან გადარჩენილი ნაწილი ახალში შვერილი საკურთხეველის სახითაა ჩართული. სავარაუდოდ, სამრეკლოც ამავე დროს უნდა დაეშენებინათ საკურთხევლის თავზე. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა. ნაშენია ადგილობრივი რიყის ქვისა და ქართული გურის შერეული წყობით. ძველი ქართული წარწერები ძირითადად საფლავის ქვებზეა შემორჩენილი, რომლითაც გარედან დასავლეთის კარია გამოყვანილი. ძეგლი საკმაოდ დაზიანებული იყო. რესტავრაცია ახლახან დამთავრდა ავთენტურობის სრული შენარჩუნებით. აღსანიშნავია, რომ სოფელ მირზაანში ფუნქციონირებს დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები