მობილიზაციის ჩატარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მობილიზაციის ჩატარება – ღონისძიებების კომპლექსი მართვის ორგანოების, შენაერთების, ნაწილების (ხომალდების) და დაწესებულებების გადასაყვანად ომიანობის პერიოდის ორგანიზაციასა და შტატებზე; ჯარების (ძალების) სამობილიზაციო გაშლის შემადგენელი ნაწილი.

მობილიზაციის ჩატარების დასაწყისია ბრძანება (სიგნალი) იმის თაობაზე, რომ შენაერთები (ნაწილები, ხომალდები) და დაწესებულებები მოიყვანონ საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში ან მობილიზაციის ჩატარებაზე განკარგულების მიღება; დასასრულია – ამოცანების განსახორციელებლად მათი მზადყოფნაში მოსაყვანად დაგეგმილი ღონისძიებების შესრულება.

ხორციელდება მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში, თავმოყრის, საბრძოლო მორიგეობის რაიონებში, პოზიციებზე, აეროდრომებზე, სასწავლო ცენტრებში და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები