პოზიცია (თავდაცვითი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოზიცია (თავდაცვითი) - ადგილმდებარეობის მონაკვეთი (ზოლი), რომელიც დაკავებულია ჯარებით წინასწარ ან საბრძოლო მოქმედების დროს და მოწყობილია თავდაცვითი ბრძოლის წარმოებისათვის. წარმოადგენს თავდაცვითი ზღუდის თავდაცვის ზოლის, თავდაცვის მონაკვეთის ან უზრუნველყოფის ზოლის ნაწილს.

მათ რიცხვს განეკუთვნება აგრეთვე მეწინავე, შუალედური და წამკვეთი პოზიციები. საბრძოლო დაცვის პოზიცია არის აგრეთვე სათადარიგო და ცრუ. მის საფუძველს შეადგენენ ბატალიონის თავდაცვის რაიონები, რომლებშიც შედის ასეულების საყრდენი პუნქტები, ერთმანეთთან დაკავშირებული ცეცხლისა და ღობურების სისტემით.

პოზიციის სიღრმეა – 2–2,5 კმ. მათზე აწყობენ სანგრებს, საფრებს, ხოლო დროის არსებობისას აგრეთვე – ტრანშეებს, სანგარსავალებს (დარნებს) და თავშესაფრებს.

ფრონტალური პოზიციები ემსახურება არტილერიით გაძლიერებული ქვეითი და სატანკო ჯარების საბრძოლო წყობის განლაგებას.

წამკვეთი პოზიციები იქმნება თავდაცვის ზოლის „უბნის“ მთელ სიღრმეზე იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილონ შემოჭრილი (სოლად შემოსული) მოწინააღმდეგის გადაადგილება ფლანგებისაკენ, შექმნან ცეცხლის ტომრები, აგრეთვე შებოჭონ მისი მოქმედება.

მეწინავე პოზიცია ეწყობა თავდაცვითი ზღუდის (თავდაცვის ზოლის) წინა ხაზის წინ უზრუნველყოფის ზოლის არარსებობის დროს. მისი მიზანია, შეცდომაში შეიყვანონ მოწინააღმდეგე თავდაცვის წინა ხაზის მოხაზულობისა და მისი წყობის თაობაზე, არ დაუშვან მოწინააღმდეგის უეცარი თავდასხმა I ეშელონის ნაწილებზე (ქვედანაყოფებზე), მოიგერიონ მისი დაზვერვა ბრძოლით და აიძულონ, ნაადრევად გაშალოს მთავარი ძალები.

საბრძოლო დაცვის პოზიციები იქმნება ბატალიონის თავდაცვის ხაზის წინ, მოწინააღმდეგის შესაძლო მოქმედებების მიმართულებებზე, როდესაც არ არის მეწინავე პოზიცია შუალედური პოზიცია იქმნებოდა თავდაცვის პირველდა მეორე ზოლებს შორის, ეწყობოდა საინჟინრო თვალსაზრისით. მას იკავებდნენ პირველი ზოლიდან უკანდახეული, სიღრმიდან მოსული ან თავდაცვის იმ მონაკვეთებიდან მოხსნილი ჯარები, რომლებზეც იერიში ჯერ არ განხორციელებულა. მისი მიზნია მოწინააღმდეგის შემდგომი წინსვლის შეჩერება.

XX საუკუნის 60-იანი წლებიდან შუალედური პოზიციის შექმნა აღარ არის გათვალისწინებული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები