თავდაცვის ზოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდაცვის ზოლი - ადგილმდებარეობის ზოლი, რომელიც განკუთვნილია გაერთიანების ან შენაერთის თავდაცვისთვის იმ მიზნით, რომ პოზიციური მოგერიებისას ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს, მოიგერიონ მისი შეტევა, შეინარჩუნონ მნიშვნელოვანი ზღუდეები და ადგილმდებარეობის რაიონები; მანევრული თავდაცვისას - შეტევაზე გადმოსულ მოწინააღმდეგეს ზიანი მიაყენონ სიღრმეში ეშელონირებული ზღუდეების თანამიმდევრული შენარჩუნების გზით.

თავდაცვის ზოლში განლაგდებიან - ჯარების (ძალების) დაჯგუფებები, ეწყობა მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანების სისტემა (ცეცხლის სისტემა), საფორტიფიკაციო ნაგებობები და ღობურები.

თავდაცვის ზოლი შემოფარგლულია ფრონტიდან წინა ხაზით, ფლანგებიდან - გამმიჯვნელი ხაზებით, ზურგიდან - პოზიციურ თავდაცვაში II ეშელონებისა და რეზერვების განლაგების (თავმოყრის) რაიონებით, მანევრულში - თავდაცვის საბოლოო ზღუდის ზურგის საზღვრით.

გაერთიანების (შენაერთის) თავდაცვის ზოლის სიგანე განისაზღვრება ძირითადად მისი საბრძოლო შესაძლებლობებით, ე.ი. მოწინააღმდეგის შეტევის ფრონტის სიდიდით, რომლის დარტყმაც მას შეუძლია მოიგერიოს, ხოლო სიღრმე - თავდაცვაში მყოფი ჯარების ეშელონირების სიღრმით.

დაჯგუფების, არმიის, საარმიო კორპუსის თავდაცვის ზონებში იქმნება პოზიციური თავდაცვისას - რამდენიმე თავდაცვითი ზღუდე [პირველი, მეორე, არმიის (კორპუსის), ერთი ან ორი ფრონტისა], ხოლო შენაერთების თავდაცვის ზოლში - რამდენიმე თავდაცვითი პოზიცია; მანევრული თავდაცვისას ყოველ თავდაცვის ზღუდეზე და შენაერთების თავდაცვის ზოლში (უზრუნველყოფის ზოლში) - რამდენიმე შუალედური პოზიცია.

თავდაცვის ზოლში მზადდება აგრეთვე წამკვეთი ზღუდეები (პოზიციები) და თავდაცვითი პოზიციები სატანკო და ქვეითი (ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებზე) ნაწილების (ქვედანაყოფების) საცეცხლე ზღუდეები, რომლებიც II ეშელონებში და რეზერვებში იმყოფება, ტანკსაწინააღმდეგო რეზერვების, II ეშელონების გაშლის ზღუდეები, სარაკეტო ჯარების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების ძირითადი, სათადარიგო და დროებითი პოზიციური რაიონები, არტილერიის საცეცხლე პოზიციები, საჰაერო თავდაცვის ნაწილების (ქვედანაყოფების), პოზიციური რაიონები, სასტარტო (საცეცხლე) პოზიციები, თავდაცვის ცრუ რაიონები (საყრდენი პუნქტები, პოზიციები) და ა.შ.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები