მცირე ტრაგედიები (პუშკინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პატარა ტრაგედიებიპუშკინს ეკუთვნის მცირე ტრაგედიები - „ძუნწი რაინდი“, „მოცარტი და სალიერი“, „ქვის სტუმარი“, „ლხინი ჟამიანობის დროს“ (ეს უკანასკნელი ინგლისელი პოეტის ჯონ უილსონის (John Wilson ფსევდონიმი Christopher North) პოემის „ჭირის ქალაქი“ (The City of the Plague) თავისუფალი თარგმანია.

„ძუნწ რაინდში XVI საუკუნის საფრანგეთია ასახული. პუშკინი იძლევა მოხუცი ბარონის ცოცხალ სახეს, რომელშიც მანკიერი თვისება (სიძუნწე) ინდივიდუალურადაა გამოძერწილი. ბარონი გამოირჩევა ხასიათის სიმტკიცით და მიზანსწრაფვით. ის ჭეშმარიტად რაინდული თავდავიწყებით ემსახურება თავის სათაყვანებელ კერპს - ოქროს. ბარონი პოეტური გრძნობითა და მოკრძალებით ლაპარაკობს ოქროზე. მას ისე გაგიჟებით უყვარს ოქრო, როგროც ახალგაზრდა ჭაბუკს შეიძლება უყვარდეს სათაყვანებელი ქალიშვილი. ნაწარმოების დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ მთავარია არა რაინდული ნებისყოფა თავისთავად, არამედ მიზნის ღირებულება, რომლის მიღწევასაც ეს ნებისყოფა ემსახურება. ბარონის მიზანი თავიდან ბოლომდე ეგოისტური და ყალბია, მისი ნებისყოფა და ენერგია არავითარ ღირსებას არ მოიცავს.

„მოცარტი და სალიერის“ საფუძვლად დაედო გავრცელებული ამბავი იმის შესახებ, თითქოს სალიერიმ შურის ნიადაგზე მოწამლა მოცარტი.

„ქვის სტუმარში“ მოქმედება შუა საუკუნეების ესპანეთში ვითარდება. მთავარი გმირია დონ-ჟუანი. ესაა წინააღმდეგობებით აღსავსე სახე - გულწრფელი და მატყუარა, ვნებიანი და გულცივი, ჭკვიანი და თავქარიანი. ის დაჯილდოებულია მამაკაცური სილამაზით და სიმამაცით, მტკიცე ნებისყოფით, მიმზიდველობით და მჭევრმეტყველებით, მაგრამ ყოველივე ამას იყენებს მხოლოდ ქალების დასაუფლებად. მას მრავალი ღირსება ჰქონდა, მაგრამ მისი ცხოვრება უაზრო და ტრაგიკული აღმოჩნდა, რადგან ისიც ეგოისტური „ვნებით“ იყო შეპყრობილი.

მცირე ტრაგედიებში პუშკინმა ადამიანთა სულის ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი გადმოსცა. ამ ტრაგედიების ღირსება - ლაკონიურობაა. თითოეული თემა ბრწყინვალედაა ასახული 2-3 სცენისგან შემდგარ ტრაგედიებში. აქ ყველაფერი წარმოდგენილია ცოცხლად, მკვეთრად და ლაკონიურად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები