მხატვრული კითხვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხატვრული კითხვა – ლიტერატურული ნაწარმოების საჯარო შესრულება (ლექსი, პროზა, პუბლიცისტიკა). გამომსახველი ზეპირი მეტყველება საფუძვლად ედო სახალხო მთქმელთა ხელოვნებას. ანტიკურ საბერძნეთში დიდად დაფასებულები იყვნენ პოეტი-იმპროვიზატორები. ძველ რომში კულტივირებული იყო დეკლამაციის ხელოვნება. საფრანგეთში გამომსახველი კითხვა გათვალისწინებული იყო სასკოლო განათლების პროგრამით. დასავლეთ ევროპის სახელგანთქმული დეკლამატორები იყვნენ: ძმები კოკლენები, ვ. დეჟაზე (საფრანგეთი), ი. კაინცი (გერმანია), ჰ. ირვინგი (ინგლისი) (და სხვ.)

მხატვრული კითხვის ხელოვნებაში ანსხვავებენ ორ მიმართულებას – თამაში და თხრობა. მხატვრული კითხვის უმაღლეს ფორმად მიჩნეულია მონოდრამა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები