ირვინგი ჰენრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრი ირვინგი

ჰენრი ირვინგი – (ინგ. Henry Irving, ნამდვილი გვარი ჯონ ჰენრი ბროდრიბი, 1838-1905), ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე.

სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო 1856 წელს პროვინციაში. მას ფანატიკურად უყვარდა თეატრი. უდიდესი ძალისხმევის შედეგად მან დაძლია თანდაყოლილი სისუსტეები – ხმის დეფექტი, გამოთქმა, არაბუნებრივი სიარულის მანერა, ჟესტის ტეხილობა (და ა.შ.). მისი სამსახიობო და სარეჟისორო ნამუშევრები გამორჩეული იყო გააზრების სიღრმით, დეტალების დამუშავებით. გამომსახველი მიმიკა, გარეგნული იერის დახვეწილი სკულპტურულობა, მახვილგონიერება და ორიგინალობა, სცენური ტემპერამენტი და ადამიანური მომხიბლაობა მის თამაშს სძენდა დაუვიწყარ თავისებურებას.

1866 წელს მოყოლებული იგი მოღვაწეობს ლონდონში, სხვადასხვა ანტრეპრიზებში. დიდ წარმატებას მიაღწია მელოდრამატულ როლებში. 1867 წ. იგი ქმნის შექსპირულ სახეებს. ჰამლეტის როლმა იგი აქცია მეწინავე მსახიობად. 1878-98 წლებში ელენ ტერისთან ერთად ხელმძღვანელობდა ლონდონის თეატრს „ლიცეუმი“. აქ მან განაგრძო შექსპირზე მუშაობა. შექსპირის ტრაგედიები მის მიერ გააზრებული იყო სენტიმენტალიზმის პოზიციიდან. იგი ცდილობდა გმირებში გამოეყო ხასიათის ერთი, წამყვანი თვისება. როგორც რეჟისორი, ძირითადად მუშაობდა მელოდრამის ჟანრში. იგი იყო პირველი ინგლისელი მსახიობი, რომელსაც უბოძეს აზნაურის ტიტული.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები