ნადირაძე დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი მაჩხანელი (ნადირაძე)

მაჩხანელი (ნადირაძე) დიმიტრი – (ფსევდონიმები: „მაჩხანელი“, „თერგდალეული“, „მთადიდელი“, „ლახვარიძე“), (1861–1903) - პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

იყო მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი იტაცებდა ბუნებისმეტყველება, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის საკითხები, დასავლეთის ქვეყნების, რუსეთისა და საქართველოს ისტორია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთხანს მასწავლებლობდა. მშობლიურ კუთხეში დააარსა ქალთა დაწყებითი სკოლა, წიგნთსაცავი-ბიბლიოთეკა, საავადმყოფო და აფთიაქი, ააგო სახალხო თეატრის შენობა, მოაწყო „სახალხო დეპო-სალარო“. ამავე დროს ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები ქვეყნდებოდა „ივერიაში“, „მოამბეში“, „აკაკის კრებულში“, „ფასკუნჯში“, „ჯეჯილში", თავის მხატვრულ ქმნილებებში ეხებოდა სოფლის საჭირბოროტო საკითხებს, ასახავდა მშრომელთა მძიმე ცხოვრებას, მათს უბრალოებას, სიმართლეს, სულიერ სიმდიდრეს და სიმამაცეს, ქადაგებდა სწავლა-განათლების აუცილებლობას. არსებობს და მაჩხანელის ლექსთა რამდენიმე გამოცემა („ახალი სიზმარი“, 1880, „სიყვარულის კონა“, 1881). ლექსების უმეტესობა ხალხური კილოთია დაწერილი. რამდენიმე მათგანი დღესაც პოპულარობით სარგებლობს, ხოლო „ჩემ საყვარელ სამშობლოს“, „ვედრება“, „ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად“ სიმღერებად იქცა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები