ნავტიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნავტიკი

ნავტიკი - ერთგვარი საკომუნიკაციო საშუალება. გაბერილი ტყავის ტიკი, რომელზედაც ზემოდან დაკრული იყო ფიცრები მდინარეზე გადასასვლელად. „მცირე ტივი, ანუ ლასტი, ქვეშედამ გაბერილის გუდებით, წყალში გასავალად“ (ნ. ჩუბ.). ნავტიკიდან თევზაობდნენ კიდეც. ადრე თბილისში, მუხრანის ხიდის ადგილზე, იყო მცურავი ნავტიკის ხიდი, მას „მუხრანსკის“ ხიდსაც უწოდებდნენ.

ნავტიკებს სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ქართველებმა ერთ-ერთ მდინარეზე მეომრები ნავტიკით გადაიყვანეს. ხშირად გორიდან ატენური ღვინო თბილისში ნავტიკებით მოჰქონდათ.

ლიტერატურა

ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები