ნანობაშვილი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ ნანობაშვილი

ნანობაშვილი მიხეილ - მიშელ დარიალი, (1878, თელავი (სხვ. ცნობით თბილისი) - 13.IX.1941, პარიზი) - საოპერო მომღერალი. ტენორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის ოჯახში. თბ. ვაჟთა II გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. სწავლას მესამე კურსიდან თავი დაანება და 1896 წელს პეტერბურგის კონსერვატორიას მიაკითხა. სიმღერას პროფ. გაბელი ასწავლიდა, შემდეგ „მომღერალთა ქალღმერთად“ წოდებული ფერნი ჯირალდონი (ევგენი ჯირალდონის დედა). 1900 წელს ფერნიმ მილანში წაიყვანა და თავის ვაჟიშვილს მიაბარა. 1903 წელს პარიზში გადავიდა. 1906 წლიდან პიანისტ ჟანეტა კენისთან (მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა) თანამშრომლობდა, მასთან ერთად საგასტროლოდ მოგზაურობდა და პროვინციებში კონცერტებს ატარებდა. 1907 წელს ორი თვით მონტე კარლოში საგასტროლოდ მიიწვიეს. 1908-1909 წლებში პარიზის გრანდ ოპერაში მღეროდა. 1909 წლის მაისში ქ. ლაკალში გ. დონიცეტის „ფავორიტ ქალში“ იმღერა. 1910 წლის მარტსა და აპრილში საგასტროლოდ ბალკანეთის ქალაქებსა და სტამბოლს სტუმრობდა. 1911 წელს საქართველოში ჩამოვიდა და კონცერტები ჩაატარა (03. 01 ჯ. მეიერბერის „ჰუგენოტებში“ რაულის პარტია შეასრულა, 08.01 კი ფაუსტისა შ. გუნოს „ფაუსტში“). 1911-1912 წლებში წარმატებით გამოვიდა კანადის ქალაქებში - მონრეალსა და ტორონტოში; 1912 წლის მარტში კვლავ თბილისშია - ჟ. ბიზეს „კარმენში“, ჟ. მასნეს „ვერთერში“ და ჯ. მეიერბერის „ჰუგენოტებში“ მონაწილეობს. 1914 ნიცაში მიიწვიეს. იმავე პირინეის მთებში, ქ. ლუშენში (საფრანგეთი) და აშშ-ის ქ. ჰინსბურგში იმღერა. 1916 წელს მოსკოვის საოპერო თეატრში ალფრედისროლი შეასრულა ჯ. ვერდის „ტრავიატადან“. პეტებურგში გაემგზავრების შემდეგ პარიზში დაბრუნდა.

დამოუკიდებელ საქართველოში 1920 წელს ჩამოვიდა და თბილისის სახელმწიფო თეტრში ჟ. მასნეს „ვერთერში“, ჯ. მეიერბერის „რახილში“, ჯ. პუჩინის „ტოსკაში“, შ. გუნოს „ფაუსტში“, ჟ. ბიზეს „კარმენში“ და ჯ. მეიერბერის „ჰუგენოტებში“ იმღერა. 1920 წლის 15 ივნისს ბენეფისი გადაუხადეს. იმავე წლის დეკემბერში საქართველო დატოვა.

გასაბჭოების შემდეგ, 1921, აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ბატსის ოლქში და ესპანეთში, ქ. ბარსელონაში იყო საგასტროლოდ. 1924 პარიზის გრანდ ოპერიდან მადრიდში მიიწვიეს. 1935 წლის კვლავ ბარსელონაში იმღერა. დაკრძალულია პარიზის მონმარტრის წმ. ვერსალის სასაფლაოზე.

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • ა. ცამციშვილი, ქართველი მომღერლები უცხოეთში, წგნ. „უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანები“, თბ., 1962;
  • დ. მჭედლიძე, მიხეილ ნანობაშვილი (მიშელ დარიალი), წგნ. „ქართველ მომღერალთა სამი თაობა“, „მერანი“, თბ., 1968.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები