ნანსენი ფრიტიოფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანსენი ფრიტიოფ

ნანსენი ფრიტიოფ - FrIdtjof Nansen (1861-1930) - ნორვეგიელი მეცნიერი, სწავლული ზოოლოგი, ახალი მეცნიერების - ფიზიკური ოკეანოგრაფიის დამაარსებელი, პოლიტიკური მოღვაწე, ჰუმანისტი, ფილანტროპი. 1922 წლიდან მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი. ერთა ლიგის უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში.

ნანსენი ფრიტიოფმა მხარი დაუჭირა ერთა ლიგაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიღების საკითხს, როცა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი დოკუმენტები ლიგის სპეციალურ კომისიას გადაეცა, რომელსაც ნანსენი თავმჯდომარეობდა. მან თქვა: „დამოუკიდებლობა საქართველოსი, უკეთ ქართველი ერისა მოდის ძალიან შორეული წარსულიდან. ეს ძველი ერი, რომელიც შეიცავს საკვირველ ღირსებებს და რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთთან უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში, ახლა დამოუკიდებელია, როგორც ის იყო რუსეთთან შეერთებამდე. ამგვარად, ამ თვალსაზრისით, არ არსებობს საბუთი, რომ მისი მიღების შესახებ თხოვნა უკუგდებულ იქნას“.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილი კონფლიქტების შედეგად, უცხოეთში გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად, მისი ინიციატივით, „ნანსენის პასპორტი“ შემოიღეს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში იყო აღიარებული. რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, ჯერ კიდევ 1918, რუსეთის ტერიტორია სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. სამოქალაქო ომმა, რუსეთის მიერ შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ოკუპაციამ ერთა ლიგის წინაშე ლტოლვილთა საკითხი მთელი სიმწვავით დააყენა. პრობლემის გადასაწყვეტად 1921 წლის ზაფხულში ჟენევის კონფერენციაზე „ლტოლვილთა კომისარიატი“ შეიქმნა. ლტოლვილები უცხოეთის ქვეყნებში ე. წ. „ნანსენის პასპორტით“ გადაადგილდებოდნენ.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • ა. მანველიშვილი, რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან ფრანცისკო, 1984, გვ. 123;
  • A. IrwIn, The Nobel Peace PrIze and the Laureates: an Illustrated bIographIcal hIstory 1901-2001. Nantucket MA: Watson PublIshIng InternatIonal. ISBN 0-88135-388-4;
  • Pollock, FrederIck (2003). The League of NatIons. Clark, New Jersey: The Lawbook EXchange Ltd. ISBN 1-58477-247-6.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები