ნართი ნიხასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნართების ნიხასი. სოფ. ლაცი. ქურთათის ხეობა

ნართი ნიხას-ი (ოს. Нарты ныхас – „ნართების ნიხასი“) – ჩრდილოეთ ოსეთში, ქურთათის ხეობის სოფ. ლაცში მდებარე მატერიალური კულტურის ძეგლი, დაკავშირებული ოსური ნართული ეპოსის გმირების – ნართების სახელთან. ეს არის პატარა მოედანი, რომელზედაც განლაგებულ მასიურ ქვებზე, გადმოცემის თანახმად, ისხდნენ ნართი გმირები – ურუზმაგი, სოსლანი, ხამიცი, ბათრაძი და სხვები. ეპოსის მიხედვით, ნართების ნიხასზე იდო თავდავიწყების ქვა, რომელზედაც ხშირად იჯდა ან იწვა ურუზმაგი („ნიხასი“).







ლიტერატურა

გ. ჩიქოვანი. ნიხასის ადგილი ოსთა საზოგადოებრივ ყოფაში ნართული ეპოსის მიხედვით // საისტორიო კრებული. ტ. VI. თბ., 1973.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები