ნატიავედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოცეკვავე შივა
(ახ.წ. XII ს.), ნიუ დელის ნაციონალური მუზეუმი

„ნატიავედა“ – („ნატაა“ – ადგილი, სცენა, „ვედა“ – ძველ ინდოელთა წმინდა წიგნი) – მოძღვრება სცენის ხელოვნების შესახებ. ვედების პერიოდის ინდური სახელმძღვანელო დრამატურგიასა და თეატრზე, დრამატურგიის წმინდა წიგნი.

ინდური მითის მიხედვით, სამყაროს შემქმნელმა, ბრძენმა ბჰარატა მუნიმ, ღმერთ ინდრას თხოვნით, მანამდე არსებული ოთხი ვედასაგან ამოარჩია ოთხი ელემენტი: მეტყველება, სიმღერა, პანტომიმა, გრძნობა და შექმნა მათგან „ნატიავედა“.

სამხრეთ ინდოეთში მდებარე ტაძარი „ჩიდამ-ბარამში“ მოცეკვავე შივას ცნობილი გამოსახულება და ტაძრის ბარელიეფებსა თუ კოლონებზე გამოსახული 108 სახეობის საცეკვაო პოზა მოხსენიებულია „ნატიაშასტრა“-ში.






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები