ნაღმების ამოტრალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაღმების ამოტრალვა - ნაღმების აღმოჩენა და განადგურება; მტრალავი სპეციალური დანიშნულების ხომალდებისა და ვერტმფრენების საბრძოლო მოქმედების სახეობა, რომლის მიზანია ზღვებზე, ტბებსა და მდინარეებზე ხომალდების და ტრანსპორტის უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა.

ნაღმური დაბრკოლებების აღმოსაჩენად, მათი საზღვრების დასადგენად ეწყობა სადაზვერვო ან საკონტროლო ამოტრალვა, ხომალდების უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად თავდაპირველად ამოტრალავენ ფარვატებს, ხოლო ამოტივტივებულ ნაღმებს ქვემეხის ცეცხლით, ან ასაფეთქებელი ვაზნებით ანადგურებენ. ლულაზე დაყენებული ნაღმების ამოტრალვას კონტაქტური ამოტრალვა ეწოდება, ხოლო საფსკერე ნაღმებისას - არაკონტაქტური.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები