ნესოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნესოსი და დეიანირა. გვიდო რენი, ლუვრი.

ნესოსი(ბერძნ.) კენტავროსი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ჰერაკლეს მიწიერი ცხოვრების დასასრული.

ნესოსს ჰერაკლე და მისი მეუღლე დეიანირა მდინარეზე უნდა გადაეყვანა. ჰერაკლე დაწინაურდა და სწრაფად მიაღწია სასურველ ნაპირს. ნესოსმა კი დეიანირა ზურგზე შეისვა და მიუალერსა. ქალმა შეჰყვირა. ჰერაკლემ მისი ხმა გაიგო და თავისი მომაკვდინებელი ისარი სტყორცნა ცხენ-კაცს. მიხვდა ნესოსი, რომ კვდებოდა და სიკვდილის წინ შურისძიება განიზრახა: ჯადო-წამლის დამზადების წესი ასწავლა დეიანირას, თან დაარწმუნა, რომ ამ წამლით ქმრის სიყვარულს დაიბრუნებდა. ნესოსი მოკვდა. ხანი გავიდა. ერთხელ, როდესაც ჰერაკლე ხაგნრძლივი ლაშქრობის შემდეგ შინ ბრუნდებოდა და თან მძევალი ქალი მოჰყავდა, დეიანირას გაახსენდა ჯადო-წამალი, რომელიც საგულდაგულოდ გადაემალა. მან ამ წამლით გაჟღენთილი მოსასხამი გაუგზავნა ძვირფას მეუღლეს, რომელმაც იგი ტანზე მოისხა წესისგების აღსრულების ჟამს. ნესოსის შხამით დაიდაგა დიადი გმირი. ჰერაკლეს ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული ლარნაკული ფერწერის უსაყვარლეს სიუჟეტად იქცა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები