ნიგერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიგერის დროშა

ნიგერი - (Niger – ნიგერის რესპუბლიკა) სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.

ფართობი 1,267 მლნ. კმ2.

მოსახლეობა 15,8 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ფრანგული.

დედაქალაქი - ქ. ნიამეი.

ადმინისტრაციულად იყოფა 7 დეპარტამენტად. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა, აღმასრულებელი – მთავრობა. ნიგერმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1960 წლის 3 აგვისტოს. 1974 წლის 15 აპრილს მოხდა სამხედრო გადატრიალება. ნიგერი მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ურანის მოპოვება და სოფლის მეურნეობა.

საერთაშორისო აეროპორტებია:- ნიამეი, აგადესი და ზინდერი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 5,3 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 5,2 ათ., სამხედრო-საჰაერო 0,1 ათ.. გასამხედროებული ფორმირებები, მათ შორის ჟანდარმერია 5,4 ათ.. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები