ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა - (F42), (obsessiver-compulsive disorder), რეკურენტული (განმეორებადი) აკვიატებული აზრები ან კომპულსიური ქმედებები.

ობსესიურია ის აზრები, ხატები ან ზრახვები, რომლებიც ინდივიდს ფსიქიკაში სისტემატურად უმეორდება სტერეოტიპული ფორმით. ეს აზრები თითქმის ყოველთვის შემაწუხებელია, უსიამოვნო და, არც თუ იშვიათად, ინდივიდი ცდილობს წინ აღუდგეს მათ, თუმცა უშედეგოდ. ეს აზრები, მართალია, უნებლიეთ წარმოიქმნება და ხშირად ზიზღსაც კი იწვევს, მაგრამ ინდივიდი მათ საკუთარ აზრებად მიიჩნევს.

კომპულსიური ქმედებები ან რიტუალები განმეორებადი სტერეოტიპული ქცევებია. არსებითად, მათი ფუნქციაა – აღკვეთოს ზოგიერთი, ობიექტურად არასახარბიელო მოვლენა, რომელიც, როგორც პაციენტს მიაჩნია, შეიძლება მოხდეს, თუ რიტუალი არ შესრულდება. ჩვეულებრივ, ამ ქცევებს თვით ინდივიდი აფასებს როგორც უმიზნოსა და არაეფექტურს (უშედეგოს) და დროდადრო ცდილობს დაძლიოს ისინი. პრაქტიკულად თითქმის ყველა შემთხვევაში აღინიშნება შფოთვა. კომპულსიურ ქმედებათა დაძლევის მცდელობა იწვევს შფოთვის გაძლიერებას. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მოკლე აღწერა ICD-9-შია მოცემული. ამ აღწერის მიხედვით, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც:

წამყვან სიმპტომს წარმოადგენს სუბიექტური კომპულსიის განცდა, რომელსაც პიროვნება უწევს წინააღმდეგობას. კომპულსია შეიძლება ეხებოდეს რაიმე ქმედების განხორციელებას, რომელიმე იდეაზე ყურადღების დაფიქსირებას, გარკვეული გამოცდილების გახსენებას ან რაიმე აბსტრაქტულ თემაზე ფიქრს. არასასურველი ფიქრები შეიძლება სხვადასხვა სახით იყოს წარმოდგენილი (ინტრუზიული სიტყვები, აზრების თანმიმდევრობა, აზროვნებითი ცოხნა) და პიროვნების მიერ განიცდება, როგორც არაადეკვატური ან უაზრო. ობსესიური იმპულსი ან იდეა აღიქმება, როგორც პიროვნებისათვის უცხო, მაგრამ მისი შინაგანი მდგომარეობიდან აღმოცენებული. ობსესიური ქმედებები შეიძლება გამოიხატებოდეს კვაზი რიტუალების შესრულებაში, რომლებიც შფოთვის შემსუბუქებას ემსახურება (მაგ., ხელების ხშირი დაბანა, დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით). არასასურველი აზრებისა და იმპულსების თავიდან აცილების მცდელობამ შეიძლება ძლიერი შინაგანი კონფლიქტი გამოიწვიოს, რასაც ინტენსიური შფოთვა სდევს თან.

სარჩევი

კლინიკური სურათი

ობსესიურ-კომპულსური აშლილობისათვის დამახასიათებელია ობსესიური აზროვნება, კომპულსური ქცევა, სხვადასხვა ინტენსივობის შფოთვა, დეპრესია და დეპერსონალიზაცია.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის ძირითადი მახასიათებლები

ეპიდემიოლოგია

ერთი წლის მანძილზე ობსესიურ-კომპულსური აშლილობის გავრცელების მაჩვენებელი 2.1%-ს შეადგენს. ისეთი ობსესიურ-კომპულსური აშლილობის გავრცელების მაჩვენებელი, რომელიც არ არის კომორბიდული სხვა შფოთვით აშლილობასთან - 1.2 პროცენტია (Narrow et al., 2002).

ზოგად პოპულაციაში ქალების თანაფარდობა მამაკაცებთან ცხოვრების მანძილზე გავრცელების სიხშირის თვალსაზრისთ ცვალებადობს 1.2-დან (პუერტორიკო) 3.8-მდე (ახალი ზელანდია). თუმცა, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში თანაფარდობა ჩვეულებრივ ერთი ერთზეა. თემის დონეზე ჩატარებულ შერჩევაში შემთხვევების 20-60%-ში მხოლოდ ობსესიები იქნა დაფიქსირებული, მაშინ როდესაც სტაციონარული პაციენტების 70 პროცენტში დაფიქსირდა ობსესიებისა და კომპულსიების ერთდროული არსებობა (Weissman et al., 1994).

ეტიოლოგია

სექსუალური, აგრესიული ან სხვა შინაარსის ინტრუზიული აზრები, რომლებიც ობსესიის მქონე პაციენტებისათვის არის დამახასიათებელი, დროგამოშვებით ჯანმრთელ ადამიანებთანაც იჩენს თავს (Rachman and Hodgson, 1980). ობსესიური ფენომენების სიხშირე, ინტენსივობა და, რაც მთავარია, პერსისტენტობა შემდგომ შესწავლასა და ახსნას საჭიროებს.

ეტიოლოგია

სექსუალური, აგრესიული ან სხვა შინაარსის ინტრუზიული აზრები, რომლებიც ობსესიის მქონე პაციენტებისათვის არის დამახასიათებელი, დროგამოშვებით ჯანმრთელ ადამიანებთანაც იჩენს თავს (Rachman and Hodgson, 1980). ობსესიური ფენომენების სიხშირე, ინტენსივობა და, რაც მთავარია, პერსისტენტობა შემდგომ შესწავლასა და ახსნას საჭიროებს.

პროგნოზი

პაციენტების დაახლოებით ორ მესამედს ერთი წლის თავზე გარკვეული გაუმჯობესება აღენიშნება. იმ შემთხვევებიდან, რომლებიც ერთ წელზე დიდხანს გასტანს, ზოგიერთის მიმდინარეობას ფლუქტუაციური ხასიათი აქვს, ხოლო ზოგიერთისას - ქრონიკული. (Ravizza et al., 1997). პროგნოზი უკეთესია მაშინ, როდესაც: (ა) ადგილი აქვს პრეციპიტატორულ, მაპროვოცირებელ მოვლენას (ბ) პიროვნებას კარგი სოციალური და პროფესიული ადაპტაცია ახასიათებს, და (გ) სიმპტომებს ეპიზოდური ხასიათი აქვს. პროგნოზი უარესია, როდესაც: ა) სახეზეა პიროვნული აშლილობა, და ბ) ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ბავშვობის პერიოდში განვითარდა (Iancu et al., 2000). მძიმე შემთხვევებს შეიძლება განსაკუთრებული პერსისტენტობა ახასიათებდეს. მაგ., ობსესიების მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე ჩატარებული ერთერთი გამოკვლევის მიხედვით (Kringlen, 1965), ასეთი პაციენტების სამ მეოთხედს სიმპტომები 13-20 წლის შემდეგაც უცვლელი სახით შეუნარჩუნდა, ხოლო კიდევ ერთი გამოკვლევის მიხედვით პაციენტების თითქმის ნახევართან ობსესიურ-კომპულსური აშლილობა 50 წელზე დიდხანს გრძელდებოდა (Skoog and Skoog, 1999).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები