ოლიმპიური მედლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1928 წლიდან შემოიღეს ოლიმპიური მედლების ერთიანი სტანდარტი, რომელსაც მკაცრად იცავდნენ 1972 წლამდე: მედლის ავერსზე გამოსახულია გამარჯვების ქალღმერთი გვირგვინით ხელში, რევერსზე კი ამოტვიფრულია გულშემატკივრების მხრებზე შემჯდარი გამარჯვებული ათლეტი, რომელსაც საზეიმოდ აცილებენ სტადიონიდან. დიზაინის ავტორია ფლორენციელი მხატვარი ჯუზეპე კასიოლი

ოლიმპიური მედლები — ოლიმპიური მედლების კომპლექტი - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები თამაშებზე პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ათლეტებს გადაეცემათ. გუნდურ სახეობაში მედლებით გუნდის ყველა წევრი ჯილდოვდება. რამდენიმე სახეობებში (კრივი, ძიუდო, ჭიდაობა) ორ-ორი ბრინჯაოს ჯილდო გაიცემა. ზოგჯერ საჭირო ხდება ერთნაირი სინჯის რამდენიმე მედლის გაცემა. თუ ოქროს მედლით ორი ან მეტი სპორტსმენი ჯილდოვდება, მაშინ ვერცხლის მედალი არავის არ გადაეცემა. ბრინჯაო არ გაიცემა, თუ ორი ან მეტი ვერცხლის, ან სამი და მეტი ოქროს მედალი გახდა საჭირო.

წარწერის ტექსტი

ანტიკურ ოლიმპიადებზე ჩემპიონებს მედლები არ გადაეცემოდათ. ამგვარი ჯილდოების დაწესების გადაწყვეტილება 1894 წელს პირველ ოლიმპიურ კონგრესზე მიიღეს და შესაბამისი წესებიც დაადგინეს. 925 სინჯის ვერცხლისაგან დამზადებული ჩემპიონის მედალი 6 გრამ ოქროშია ამოვლებული. ვერცხლის მედალში 93% ვერცხლია, დანარჩენი - სპილენძი. ბრინჯაოს ჯილდო კი სრულად ამართლებს სახელს. მედლების მინიმალური დიამეტრი 60 მილიმეტრია, მინიმალური სისქე 3 მილიმეტრი. დღეს მედლების წონაზე რაიმე შეზღუდვა არ არსებობს, გადაწყვეტილებას ამის თაობაზე, ისევე როგორც ჯილდოების დიზაინზე, თამაშების ორგანიზატორები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით იღებენ.

აღსანიშნავია, რომ პირველ ორ თამაშებზე - 1896 წელს ათენში და 1900 წელს პარიზში - მედლები მხოლოდ პირველ და მეორე ადგილებზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ: ჩემპიონს - ვერცხლის, მეორეადგილოსანს კი ბრინჯაოსი. სამივე პრიზიორის მედლებით დაჯილდოება 1904 წელს სენტ-ლუისის თამაშებზე დაიწყო. წლების მანძილზე ოლიმპიურმა ჯილდოებმა სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა. პირველი თამაშების ჯილდოები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იყო. 1920 წლიდან კი უმეტესი მედლების ავერსში პალმის ტოტით ხელში გამარჯვების ქალღმერთი ნიკე ფიგურირებდა, რევერსზე - ოლიმპიადის ტრიუმფატორი, მხრებზე შესმული რომ მოჰყავთ სხვა ათლეტებს. შემდეგ მედლების რევერსზე გაჩნდა თამაშების ემბლემა. 2004 წლიდან მოყოლებული, მედლის ორივე მხარე ორიგინალური დიზაინით მზადდება. გაცილებით მრავალფეროვანია ზამთრის ოლიმპიადების მედლები, რომელთა დიზაინერებმაც თავს მეტი თავისუფლება მისცეს. 1960 წლამდე ოლიმპიური მედლები მფლობელებს პატარა ყუთებით გადაეცემოდათ. რომის ოლიმპიადის მასპინძლებმა კი მედლებისთვის ზეთისხილის ფოთლის ფორმის ბრინჯაოს ჯაჭვები დაამზადეს და მედლები პრიზიორებს მკერდზე დაჰკიდეს. სიახლე ყველას მოეწონა და დღეს მედლების საკიდის დიზაინიც საგანგებოდ იქმნება.

ოფიციალური მედლების გარდა, ყველა თამაშებისთვის მზადდება სამახსოვრო მედალი, რომელიც ოლიმპიადის ყველა მონაწილეს - სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, ჟურნალისტებს, ოფიციალურ პირებს გადაეცემათ.






წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები