ოლიმპიური ჰიმნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიის გარდა, ოლიმპიური ჰიმნი ჟღერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით გამართულ ოფიციალურ ღონისძიებებზეც

ოლიმპიური ჰიმნი - პირველად ოლიმპიური ჰიმნი შესრულდა 1896 წელს ათენში, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. ჰიმნის ავტორია ბერძენი კომპოზიტორი სპირიდონ (სპიროს) სამარასი. ჰიმნის შექმნა მას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველმა პრეზიდენტმა დემეტრიოს ვიკელასმა სთხოვა. სამარასი ძირითადად იტალიაში ცხოვრობდა, მისი ოპერები „ლა სკალაშიც“ კი იდგმებოდა სპირო სამარას სახელით.

ათენის ოლიმპიადიდან მრავალი ათეული წელი გავიდა, ვიდრე კანტატა „ოლიმპიური ჰიმნი“, რომლის ტექსტის ავტორი პოეტი კოსტის პალამასია, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის ოფიციალურ ჰიმნად აღიარა. 1896 წლის შემდეგ, კარგა ხანს, ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიისთვის მუსიკალურ ნაწარმოებს ადგილობრივ კომპოზიტორები ქმნიდნენ.

XX საუკუნის 30-იან წლებში ახალი ჰიმნის შესაქმნელად სოკ-მა კონკურსი გამოაცხადა. 1936 წელს კონკურსში გამარჯვებულად რიხარდ შტრაუსი გამოცხადდა. თუმცა, არც სახელგანთქმული კომპოზიტორის მელოდიას ერგო ოფიციალური ჰიმნის სტატუსი. მით უფრო, რომ II მსოფლიო ომის გამო ოლიმპიურ მოძრაობაში ხანგრძლივმა პაუზამ დაისადგურა. 1950-იან წლებში ჰიმნის შესაქმნელად ახალი კონკურსი გამოცხადდა. საგანგებოდ შექმნილმა ჟიურიმ სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი 380-ზე მეტი ნაწარმოები მოისმინა და არჩევანი საფრანგეთში მოღვაწე პოლონელი კომპოზიტორის, მიხალ სპისაკის ნაწარმოებზე შეაჩერა. 1956 წელს კორტინა დ‘ამპეცოს ზამთრისა და მელბურნის ზაფხულის ოლიმპიადებზე სწორედ პოლონელი ავტორის ჰიმნმა გაიჟღერა. თუმცა მიხალ სპისაკი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ნაწარმოების გამოყენების ფინანსურ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ვერ გაფორმდა.

ჰიმნის შერჩევის მრავალწლიან ისტორიას ბოლო კეთილი ჰქონდა. 1958 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიის მონაწილეებმა ისევ სპიროს სამარასის ჰიმნი გაიხსენეს და 1896 წელს შექმნილი ნაწარმოების მოსმენის შემდეგ ერთხმად გადაწყვიტეს, ის ოლიმპიურ ჰიმნად დაემტკიცებიათ. ტყუილად როდი ამბობენ, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია!

1960 წლიდან მოყოლებული, ყველა ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე, ოლიმპიური დროშის აღმართვის ან დროშის დაშვების დროს, სპიროს სამარასის „ოლიმპიური ჰიმნი“ სრულდება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები