ოპერატიული დაფარვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერატიული დაფარვა - სპეციალურად გამოყოფილი ჯარების (ძალების) მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფენ I ოპერატიული ეშელონის შენაერთების გაშლის და პირველი ოპერაციების ორგანიზებული დაწყებისთვის ხელშემწყობ პირობებს. ჯარების (ძალების) ოპერატიული გაშლის შემადგენელი ნაწილი.

მიზნად ისახავს ძალების (ჯარების) სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისთვის, გაშლისა და ბატალიაში ორგანიზებული შეყვანისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფას. ხორციელდება შეიარაღებული ძალების სპეციალურად გამოყოფილი სხვადასხვა სახეობის საბრძოლო მზადყოფნაში არსებული შენაერთებისა და ნაწილების მიერ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები