პანიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანიები(ინდ.) დემონური ტომი, რომელიც ცხრა მთას იქით, კაცთათვის უცნობ ქვეყანაში ცხოვრობენ, ღმერთებისა და ასურების საცხოვრებელთა მიღმა.

მათ მოპარეს ღმერთებს ძროხები და ქვეყნის კიდისკენ, მდინარე რასას გაღმა გარეკეს და გამოქვაბულში გადამალეს. ძროხები განთიადის სხივებს განასახიერებდნენ, ამიტომაც დაბნელდა ცა, აღარ თენდებოდა ქვეყანაზე. ინდრამ მათ მოსაძებნად ძაღლი, სახელად სარამა, გაგზავნა. სარამა ყნოსვითა და ყურით ეძებდა ძროხებს – გადალახა მდინარე რასა და გამოქვაბულიდან ძროხების ბღავილი შემოესმა. ინდრას სახელით მან მოსთხოვა პანიებს, დაებრუნებინათ ძროხები, მაგრამ პანიებმა ინდრას წარგზავნილი ძაღლი სასაცილოდ აიგდეს და გააგდეს. მაშინ თავად ინდრა გაემართა პანიების ქვეყანაში, თან შვიდი ბრძენი, ანგირასის ძენი, ახლდა. მათი გალობებისა და შელოცვების ძალით კლდე გაიხსნა და გამოქვაბულიდან გამოვიდნენ ძროხები. მათი განთავისუფლებისთანავე ცაზე უშასი, განთიადის ქალღმერთი, გამოჩნდა, მას კი მზე მოჰყვა ცის კაბადონზე. ამის შემდეგ ინდრამ დაარბია და გაფანტა პანიები, ხოლო მათი ნაყაჩაღარი ანგირასებმა წაიღეს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები