პარეტო ვილფრედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარეტო ვილფრედო - (1848-1923) (Pareto Vilfredo) - იტალიელი ეკონომისტი და სოციოლოგი, რომელმაც ფართო განათლება მიიღო მათემატიკის სფეროში, საერთოდ, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებში. 1892 წელს გახდა ლეონ ვალრასის მემკვიდრე ლოზანის უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელის პოსტზე. 1896-1899 წლებში კითხულობდა პოლიტიკური ეკონომიის კურსს. დიდი წვლილი მიუძღვის ეკონომიკურ თეორიაში სტატისტიკისა და მათემატიკური მოდელების გამოყენებაში. ნაშრომში „პოლიტიკური ეკონომიის სახელმძღვანელო” (1906) პარეტო უარყოფდა კარდინალური სარგებლიანობის კონცეფციას, გაცვლის ოპტიმალური პირობების კვლევაში იყენებდა განუსაზღვრელობის მრუდებს, რომლებიც მეცნიერულ ბრუნვაში პირველად შემოიტანა ეჯუორთმა. პარეტომ შექმნა კეთილდღეობის ეკონომიკური თეორიის საფუძვლები, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები