პატროკლოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აქილევსი მსხვერპლად სწირავს ტროელ ტყვეებს პატროკლოსის სამაროვანთან
(ძვ.წ. II-I ს.ს.), ფრანსუას სამარხის ფრესკა, ვულჩი

პატროკლოსი(ბერძნ.) ტროას ომის მონაწილე, აქილევსის მეგობარი. მენოიტოსის ძე.

ყმაწვილ პატროკლოსს თამაშისას შემოაკვდა მისივე მეგობარი, რის გამოც მამასთან ერთად გადაიხვეწა ფთიაში. აქ გაიცნო მან აქილევსი, დაუმეგობრდა და მისი ერთგული დარჩა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის ბოლომდე. პატროკლოსი გაჰყვა აქილევსს ტროას ომში. როდესაც აგამემნონთან შეხლის შემდეგ აქილევსმა ხელი აიღო ბრძოლაზე, პატროკლოსმაც მიატოვა ბრძოლის ველი. მაგრამ როგორც კი აქაველთა ბანაკს მტერი თავს დაესხა, პატროკლოსმა სთხოვა აქილევსს, ნება დაერთო, ტროელებს შებრძოლებოდა. იგი აქილევსის აღსაჭურველით აღიკაზმა და მტერს ეკვეთა.

მედგრად იბრძოდა, უკუაქცია ტროელები და დაედევნა. პატროკლოსი ტროას კედლებთან განგმირა ჰექტორმა, რომელსაც აპოლონი ეხმარებოდა. ბერძნებმა შეძლეს მისი გვამის გამოტანა ბრძოლის ველიდან. აქილევსმა ღირსეულად დაკრძალა მეგობარი.

ანტიკური ხანიდან ჩვენამდე შემორჩა პატროკლოსის რამდენიმე გამოსახულება. მათ შორის ყველაზე ცნობილია მარმარილოს ქანდაკება „მენელაოსი პატროკლოსის ცხედრით“, რომელიც ფლორენციის მუზეუმის საკუთრებაა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები